ბაქტერიოფაგები

ბაქტერიოფაგები, იგივე ფაგები, ბუნებაში არსებული ვირუსებია, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული უნარი, დააინფიცირონ ბაქტერიები. ინფიცირება ხდება ბაქტერიების მემბრანაზე მიმაგრებით და შემდეგ, ფაგის გენეტიკური მასალის ინექციით. ამ პროცესის შედეგად, ხდება ინფიცირებული ბაქტერიების ეფექტური განადგურება. ამ გზით, ბაქტერიოფაგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბუნებაში ბაქტერიების პოპულაციის კონტროლში და აქვთ პოტენციური გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია და სხვა. ბაქტერიოფაგების გამოყენება უაღრესად ინოვაციურია მათი ბუნებიდან გამომდინარე. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგებს შეუძლიათ ეფექტურად გაანადგურონ საშიში პათოგენები, სასარგებლო ბაქტერიების დაზიანების გარეშე. ბაქტერიოფაგების თვითგამრავლების უნარი, აქცევს მათ პროაქტიულ,  ზუსტ და მაღალეფექტურ საშუალებად საშიში ბაქტერიის განადგურებაში.

ტექნოლოგია

ელიავა ბიოპრეპარატებს გააჩნია ხანგრძლივი კვლევის ისტორია ბაქტერიოფაგების სფეროში. მას აქვს წვდომა ბაქტერიების შტამების ერთ-ერთ უდიდეს და უნიკალურ კოლექციაზე, რომლის მეშვეობითაც შეუძლია შეარჩიოს, მოამზადოს და განავითაროს ეფექტური ფაგის კოქტეილები. ახლად წარმოქმნილი კლინიკური იზოლატების წინააღმდეგ ეფექტური ფაგის ნარევის შერჩევა და განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. სიღრმისეული კვლევის საფუძველზე კომპანიის მეცნიერებს შეუძლიათ შეარჩიონ შესაბამისი თვისებებისა და მოქმედების ბაქტერიოფაგები ახალი თერაპიული პროდუქტების შესაქმნელად.  ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ბაქტერიების შტამების ფართო სპექტრს და ფაგის შესაძლო რეზისტენტობის შემთხვევაშიც კი, ყოველთვის შეგვიძლია შევარჩიოთ ახალი ფაგი მოქმედების განსხვავებული მექანიზმით. ელიავა ბიოპრეპარატებს გააჩნია უნიკალური ნოუ-ჰაუ მეთოდოლოგია მაღალეფექტური, თერაპიული ფაგური ნარევების  (პრეპარატების) შერჩევისა და განვითარებისათვის.

მემკვიდრეობა

ელიავა ბიოპრეპარატები, ელიავა ინსტიტუტის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც სარგებლობს იმ წარმატებული, გამოცდილი მიდგომებითა და მეთოდებით, რომლებიც საუკუნეზე მეტია გამოიყენება კლინიკურ აპლიკაციაში. მას აქვს ექსკლუზიური უფლება გამოიყენოს ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სამეცნიერო სიახლეები და აწარმოოს ელიავას ინსტიტუტთან თანამშრომლობით შემუშავებული ბაქტერიოფაგების პრეპარატები. ელიავა ბიოპრეპარატებს აქვს  მაღალეფექტური ბაქტერიოფაგების პრეპარატების შექმნის ხანგრძლივი ისტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს მასშტაბით რეცენზირებად ჟურნალებში. ელიავა ბიოპრეპარატების ფაგის პრეპარატები ამჟამად გამოიყენება საერთაშორისო დონეზე, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექციების წარმატებით სამკურნალოდ.