ელიავას კონსორციუმი არის ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და ელიავას ფონდის ერთობლივი ინიციატივა.
ელიავას ინსტიტუტის მეცნიერებმა დააარსეს ელიავას ფონდი - არაკომერციული ორგანიზაცია.
ამ კონსორციუმის მიზანია ელიავას პროდუქტებისა და სერვისების ფართო გამოყენების განვითარება ადამიანის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვისთვის. კონსორციუმის წევრებს მიზნად აქვთ ერთობლივად განავითარონ 1923 წლიდან დაგროვილი ცოდნა და კვლევის შედეგები, თანამედროვე ხარისხისა და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
კონსორციუმი აერთიანებს 6 სხვადასხვა კომპანიას და სამეცნიერო დაწესებულებას:
ელიავა ბაქტერიოფაგების ინსტიტუტი - მსოფლიო მნიშვნელობის კვლევითი დაწესებულება, რომლის მიზანია ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული თერაპიისა და მკურნალობის შესწავლა და განვითარება.
ელიავა ბიოპრეპარატები – კომპანიის მიზანია სამკურნალო და პროფილაქტიკური გამოყენების, მაღალი ხარისხის ბაქტერიოფაგური პრეპარატების წარმოება.
ელიავა ფაგოთერაპიის ცენტრი – წამყვანი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზებულია ფაგოთერაპიის გამოყენებით პაციენტებში ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ელიავა დიაგნოსტიკური ცენტრი – სადიანოსტიკო, ანალიტიკური დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მოწინავე დიაგნოსტიკურ მომსახურებას, ლაბორატორიულ ტესტებს და ზუსტ სამედიცინო დიაგნოსტიკისა მკურნალობის გეგმების შესამუშავებლად.
ელიავა აფთიაქი – ავტორიზებული აფთიაქი, რომელიც შედის ელიავას კონსორციუმში. გთავაზობთ როგორც სტანდარტული მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების ფართო არჩევანს ასევე პაციენტზე მორგებულ მაგისტრალურ ფარმაცევტულ პროდუქტებს.
ელიავა ფაგო სერვისები – კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას ბაქტერიოფაგებისთ გარემოს დეკონტამინაციის სფეროში სხვადასხვა სამედიცინო და სამრეწველო გამოყენებისთვის.
კონსორციუმის წევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის: