პროდუქტი

ფაგო-პიო

ფაგო-პიო

ფაგო-პიო

შემადგენლობა:

ფაგო-პიო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს შემდეგი ბაქტერიების მიმართ:
• სტაფილოკოკური (Staphylococcus);
• სტრეპტოკოკური (Streptococcus);

• პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის) – (E.coli);
• ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის (Pseudomonas aeruginosa);
• პროტეუსის (Proteus);
არააქტიური ნივთიერებების სახით პრეპარატი შეიცავს: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს. კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.

 

აღწერა:

მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფაგო-პიო იწვევს: Staphylococcus; Streptococcus (სხვადასხვა სახეობის); Escherichia coli (სხვადასხვა სეროტიპის); Pseudomonas aeruginosa; Proteus ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს.

გამოყენების რეკომენდაციები:

ფაგო-პიო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოიყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.

ფაგო-პიოს გამოყენება რეკომენდირებულია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: • ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი;
• კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, აბსცესები, ჰიდროადენიტები, ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები;

• ქირურგიული ინფექციები: ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტი, ფლეგმონი; • პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა.
• კონიუქტივიტი;
• დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები;

• ურო-გენიტალური და გინეკოლოგიურ ინფექციები: ურეტრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი;
• ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი;
• ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები;

• ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოსშიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

ფაგო-პიო ბაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად, საფენების სახით, ასევე ღრუში შესაყვანად (ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, პლევრა, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საშო). შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდისა და ოყნის სახით.

• ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით. • აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის შეყვანა ღრუში ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ 50-200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით.

• ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით.
• ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღეგამოშვებით.
• კუჭ-ნაწლავის ოპერაციისა და პერიტონიტების დროს შეყავთ 100 მლ ოდენობით, ხოლო ღრუში დატოვებული ზონდით ფაგი ღრუში შეყავთ დღეში ერთხელ 30 მლ ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
• პიოდერმიტების ღრმა ფორმების მკურნალობისას ფაგს იყენებენ კანქვეშა ინექციის სახით 0,1-0,5 მლ რაოდენობით, სულ 10 ინექცია 24 საათში ერთხელ.
• კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6-ჯერ 2-2 წვეთის ოდენობით.
• ახალშობილთა ომფალიტებისა და პიოდერმიების დროს ფაგო-პიო ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
Per os ფაგო-პიო ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომენდირებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში ფაგო-პიო არ გამოიყენოთ!!! არ შეინახოთ ფლაკონის გახსნის შემდეგ!!!

ჭარბი დოზირება, უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები:

ფაგო-პიო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა. ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
ფაგო-პიო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ფაგო-პიოს გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ფაგო-პიო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.

მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:
ორსულობა და ლაქტაცია:

ბაქტერიოფაგების გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ანდაზმულები:


ბაქტერიოფაგები ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.


გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:


ბაქტერიოფაგების გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

ფაგო-პიო გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:

ფაგო-პიო ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C - +8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 24 თვე

გაცემის რეჟიმი:


გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში

ფაგო - პიო წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას და არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შპს “ელიავა ბიოპრეპარატები”
გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160, საქართველო ტელეფონი: +995(32) 2370702;
ელ-ფოსტა: info@phage.ge

ჩამოტვირთეთ ინსტრუქცია
პროდუქტის უსაფრთხოების ფურცელი (MSDS)