პროდუქტი

ფაგო-ინტესტი

ფაგო-ინტესტი

ფაგო-ინტესტი

შემადგენლობა:

ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს შემდეგი ბაქტერიების მიმართ:
• შიგელები (Shigella);
• სალმონელები (Salmonella);

• ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი (E.coi); • პროტეუსი (Proteus);
• სტაფილოკოკები (Staphylococcus);
• Pseudomonas aeruginosa;

• ენტეროკოკები (Enterococcus);
არააქტიური ნივთიერებების სახით პრეპარატი შეიცავს: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს. კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.

აღწერა:

მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფაგო-ინტესტი იწვევს: Shigella; Salmonella; Escherichia coli; Proteus; Staphylococcus; Pseudomonas aeruginosa; Enterococcus ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს.

გამოყენების რეკომენდაციები:

ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოიყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოჩამოთვლილი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციების დროს;

მიღების წესები და დოზირება:

ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოიყენება შესაძლებელია Per os, დაავადების პირველივე დღიდან 5-6 დღის განმავლობაში, შემდეგი დოზებით.

ასაკი

მიღების ოდენობა

მიღების ინტენსივობა

ბავშვებში 3 წლამდე

5 მლ ერთ მიღებაზე

დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე

ბავშვებში 3 წლის ზევით და მოზარდებში

10 მლ ერთ მიღებაზე

დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე

 

ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგის დალევის წინ რეკომედირებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
ამავე დროს რეკომენდირებულია დღეში ერთხელ (უმჯობესია საღამოს, სოდიანი ხსნარით გამწმენდი ოყნის შემდეგ) ბაქტერიოფაგის შეიყვანა Per rectum 10 მლ ოდენობით ბავშვებში და 20 მლ რაოდენობით მოზრდილებში.

პროფილაქტიკის მიზნით ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოიყენება რეკომენდირებულია: -ორგანიზებულ კოლექტივებში დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით. სეზონური მატების დროს დღეში ერთხელ 10-20 მლ ოდენობით 5 დღის ინტერვალით 1 თვის განმავლობაში.

ნაწლავური ინფექციების აღმავლობის პერიოდში სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს, კლინიკური დიაგნოზის მიუხედავად, რეკომენდირებულია ჩაუტარდეს ფაგირება 2-ჯერ 10-20 მლ ოდენობით 5 დღის ინტერვალით.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში ფაგო-ინტესტი არ გამოიყენოთ!!! არ შეინახოთ ფლაკონის გახსნის შემდეგ!!!

ჭარბი დოზირება, უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები:

ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ფაგო-ინტესტის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ფაგო- ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.

მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:
ორსულობა და ლაქტაცია:

ბაქტერიოფაგების გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ხანდაზმულები:

ბაქტერიოფაგები ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:

ბაქტერიოფაგების გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

ფაგო-ინტესტი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)

ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C - +8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 24 თვე.


გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში

ფაგო-ინტესტი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას და არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შპს “ელიავა ბიოპრეპარატები”
გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160, საქართველო ტელეფონი: +995(32) 2370702;
ელ-ფოსტა: info@phage.ge


 
ჩამოტვირთეთ ინსტრუქცია
 
რეგისტრაციის სერთიფიკატი
 
პროდუქტის უსაფრთხოების ფურცელი (MSDS)