გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ალექსანდრა რიჩტერი.
ინსტიტუტის დირექტორმა, მზია ქუთათელაძემ, თავის კოლეგებთან (ლიზი ზალდასტანიშვილი, მარინე თედიაშვილი, ნინა ჭანიშვილი, ნინო ჯანელიძე, სოფო რიგვავა და ვახტანგ ფავლენიშვილი) ერთად სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ელიავას სახ. ინსტიტუტის და ელიავას კონსორციუმის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე. სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ასევე იმყოფებოდნენ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში.