მედია

14/11/2023

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენლების სტუმრობა

ამა წლის 13 ნოემბერს გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენლები: დოქტ. ლეშლი ოგილვი, დოქტ. ტინე იორგენსენი და დოქტ. ქეთი კანდელაკი. სტუმრები შეხვდნენ, ელიავას სახელობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმდჯომარეს ბმდ. სოფიო რიგვავას, მიკრობთა ეკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ბმდ. მარინე თედიაშვილს, „ელიავა ბიოპრეპარატები“-ს დირექტორს ვახტანგ ფავლენიშვილს, მოლეკულური ბიოლოგიის ლაბირატორიის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ბმდ. ლიზი ზალდასტანიშვილს და ელიავა ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარ ექიმს დეა ნიჟარაძეს. 
მარინე თედიაშვილმა სტუმრებისათვის წარადგინა პრეზენტაცია ინსტიტუტის გამოცდილების, მიმდინარე სამეცნიერო მიმართულებების, კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
სტუმრები ეწვივნენ ელიავას კონსორციუმში შემავალ კომპანიებს: ელიავას ანალიტიკურ სადიაგნოსტიკო ცენტრს, ბაქტერიოფაგის ავტორიზებულ აფთიაქს და ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს, დაათვალიერეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ზოგადი მიკრობიოლოგიის ლაბორატორია.
ვიზიტის მიზანი იყო ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემის გადაჭრის მიმართულებით არსებული საკითხების განხილვა. კერძოდ, ანტიბიოტიკორეზისტენტულ ბაქტერიებთან საბრძოლველად ბაქტერიოფაგების გამოყენების შესაძლებლობის გაფართოება, ამ მიმართულებით ახალი სამეცნიერო კლინიკური კვლევების დაგეგმვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და ფაგოთერაპიის გავრცელებისა და ცნობადობის ამაღლებისათვის შემდგომი აქტივობების განხორციელება.