ჩვენ შესახებ

ელიავა ბიოპრეპარატები

ელიავა ბიოპრეპარატები მოწინავე კომპანიაა ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვანვითარებთ და ვაწარმოვებთ თერაპევტულ და პროფილაქტიკურ ფაგურ პრეპარატებს ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ამჟამად კომპანია აწარმოებს ექვსი დასახელების სტანდარტულ ფაგურ პრეპარატს. ჩვენი  მიზანია გამოვიყენოთ გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და, მის საფუძველზე შევიმუშავოთ მაღალი ხარისხის, მრავალმხრივი გამოყენების ფაგური პრეპარატები. ჩვენი თითოეული პროდუქტი ამაყად ატარებს სავაჭრო ნიშანს: „შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ.“ ელიავა ბიოპრეპარატები ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში არსებული  ფაგური პრეპარატების წარმოების უშუალო გამგრძელებელია, რომელიც 70 წლზე მეტის განმავლობაში მუშაობდა. ელიავა ბიოპრეპარატების გუნდიც სწორედ ინსტიტუტის ამჟამინდელი ან ყოფილი თანამშრომლებისგან არის დაკომპლექტებული.

ფაგები ბუნების ნაწილია. ადამიანის ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ასობით მილიარდი ფაგი ყოველ წამს ანადგურებს ჩვენს პლანეტაზე გავრცელებულ ბაქტერიებს, სრულყოფილი ბალანსის შესანარჩუნებლად. დღევანდელ დინამიურ სამყაროში ბაქტერიებისადმი რეზისტენტულობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ელიავა ბიოპრეპარატები, ელიავას ინსტიტუტთან და მის კომპანიებთან ერთად 100 წელზე მეტია არ წყვეტს ინოვაციას და გთავაზობთ ბაქტერიული პრობლემების თანამედროვე გადაწყვეტას.