ფაგო-პიო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. მისი გამოიყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
ფაგო-ინტესტი
ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს შემდეგი ბაქტერიების მიმართ: შიგელები (Shigella), სალმონელები (Salmonella), ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი (E.coi), პროტეუსი (Proteus), სტაფილოკოკები (Staphylococcus), Pseudomonas aeruginosa, ენტეროკოკები (Enterococcus). არააქტიური ნივთიერებების სახით პრეპარატი შეიცავს: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს. კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. მისი გამოიყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოჩამოთვლილი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციების დროს;