ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. მისი გამოიყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოჩამოთვლილი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციების დროს;
ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი
ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს: შიგელების (Shigella), სალმონელების (Salmonella), ნაწლავის ჩხირის (E.coli), პათოგენური სტაფილოკოკების (Staphylococcus) მიმართ.
არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს. კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
ფაგო-ენკო წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების დროს. ენტერალური ინფექციები: დიზენტერია, სალმონელოზი, დისპეპსია, კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი და სხვა.