ჩვენ შესახებ



ბიოპრეპარატები შეიმუშავებს და აწარმოებს თერაპევტულ და პროფილაქტიკურ ფაგურ პრეპარატებს ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. ამჟამად კომპანია აწარმოებს ექსვი დასახელების პრეპარატს, რომლებიც ფართოდაა ხელმისაწვდომი ბაზარზე. კომპანიის მიზანია გამოიყენოს “გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის” მიერ საუკუნის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და მის საფუძველზე შეიმუშავოს მაღალი ხარისხის ფაგური პრეპარატები, ამ პრეპარატების შემდგომი გამოყენების მიზნით. არა მხოლოდ ადამიანის მოხმარებისათვის, არამედ ვეტერინარიასა და გარემოს დაცვაში. თითოეული ჩვენ მიერ შემუშავებული პროდუქტი ამაყად ატარებს სავაჭრო ნიშანს: შემუშავებულია “გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის” მიერ. კომპანია უშუალო გამგრძელებელია ინსტიტუტის მიერ წამოწყებული ფაგური პრეპარატების წარმოებისა, რომელიც 70 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და უამრავ ადამიანს დაეხმარა. ჩვენი გუნდიც სწორედ ინსტიტუტის ამჟამინდელი ან ყოფილი თანამშრომლებისგან არის დაკომპლექტებული.